Tuesday, April 17, 2018


გაკვეთილი - ფუნქციები

გაკვეთილში განხილულია ფუნქციის არსი. როგორ შეიძლება ფუნქციის შექმნა, გამოძახება და შეცვლა. რატომ არის მოსახერხებელი ფუნქციის გამოყენება. რა განსცვავებაა ლოკალურ და გლობალურ ცვლადებს შორის.
 მოსწავლეებმა შეძლეს  ფუნქციის არსის გააზრება. განასხვაონ გლობალური და ლოკალური ცვლადები. შეძლონ ახალი ფუნქციის შექმნა, გამოძახება და მისი დაბრუნებული მნიშვნელობით მანიპულირება;








Wednesday, April 11, 2018

მეექვსე გაკვეთილი

„ფორმების ზომის შეცვლა ცვლადიანი გამოსახულებებით“.


ვიდეოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა  შეასრულეს  გამოწვევები, ხოლო პროექტი „ცხოველების შემოტევა მიეცათ სახლში შესასრულებლად. .
დააჭირეთ ლინკს

Monday, April 2, 2018

                                                                                                                                          მეხუთე   გაკვეთილი   


              ამ გაკვეთილზე განვიხილეთ   წინასწარ განსაზღვრული ცვლადის გამოყენება,    მათემატიკური ოპერაციები ცვლადის მნიშვნელობებზე;  განხილული ვიდეო - ინსტრუქციების შემდეგ მოსწავლეებმა შეასრულეს ხან-აკადემიის გვერდზე მოცემული გამოწვევები. 










                                                მეოთხე გაკვეთილი


გაკვეთილში განხილული იყო  ნახატების ამოძრავებისა და ამ პროცესში ცვლადების გამოყენების ზოგადი პრინციპები. მოსწავლეები გაეცნენ  ცვლადის მნიშვნელობასთან მუშაობის ოპერაცებს და პროგრამულ შემოკლებებს.
მოსწავლეებმა შეძლეს   ნახატის ასამოძრავებლად და მისი ცალკეული ელემენტის ზომის შესაცვლელად ცვლადის გამოყენება;    ცვლადების ერთმანეთთან დაკავშირება;  ცვლადებთან მუშაობის ოპერაციები;  Draw ციკლის გამოყენება.
მოსწავლეებს მიეცათ საშინაო დავალება.





მესამე გაკვეთილი


გაკვეთილი  ძირითადად მოიაზრებდა   მსჯელობას და რეალურ ცხოვრებაში ცვლადების მაგალითების პოვნას, პროგრამირებაში ცვლადის გამოცხადებას და 
მნიშვნელობის მინიჭებას. მოსწავლეებმა შეძლეს ცვლადები გამოეყენებინათ ხანის აკადემიის პროგრამირების სახატავ პროგრამაში. 
მოსწავლეებმა მოუსმინეს შესაბამის ინსტრუქციებს და შეასრულეს დავალებები.
მოსწავლეები იჩენდნენ აქტიურობას.





მეორე გაკვეთილ



მიმოვიხილეთ პროგრამირებაში ფერის ჩაწერის სხვადასხვა საშუალებები: სახელობითს, RGB, HEX, 
 განვიხილეთ ხანის აკადემიის გაკვეთილში გამოყენებული ინსტრუმენტით სარგებლობა; კოდით მიღებული ნახატის გაფერადება;
მოსწავლეებს გავაცანით  განსხვავებები ფერის კომპიუტერის ეკრანზე ასახვასა და პოლიგრაფიულ მოდელს შორის. ვიმუშავეთ ვიდეო ინსტრუქციებით.  მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ობიექტების გაფერადებაში ხანის აკადემიის გაკვეთილიდან.




                                                                                     პირველი გაკვეთილი

დაიწყო ჩვენი პირველი გაკვეთილი. გაკვეთილის დროს გავეცანით Intro to JS: Drawing & Animation კურსის შინაარსს და მისაღწევ შედეგებს.
ვიმსჯელეთ ვებ-ტექნოლოგიებზე და პროგრამირების არსსზე. გავეცანით პროგრამირების ენის ზოგად სინტაქსს.
შევძელით ფიგურების დახატვას Khan-ის აკადემიის პროგრამირების გარემოში.
ავუხსენით მოსწავლეებს ეკრაზე ხატვის პრინციპები. ყურადღება გავამახვილეთ კოორდინატთა სისტემასა და გამოსახულების ფენებზე (Layer). ავუხსენით, რომ ეკრანზე მარტივი გამოსახულებები მიიღება წერტილების ვექტორების შეერთებით და ყველა ასეთ ფიგურას, სხვადასხვა პროგრამირების გარემოში შესაძლოა სხვადასხვა ათვლის წერტილი ჰქონედეს.
მოსწავლეებმა ააწყეს ,,თოვლის ბაბუის " საკუთარი ვერსია
სასიხარულოა რომ მოსწავლეები დიდი მონდომებით და ინტერესით შეუდგნენ მუშობას.

ჩვენ და ხანის აკადემია