Monday, April 2, 2018

                                                                                     პირველი გაკვეთილი

დაიწყო ჩვენი პირველი გაკვეთილი. გაკვეთილის დროს გავეცანით Intro to JS: Drawing & Animation კურსის შინაარსს და მისაღწევ შედეგებს.
ვიმსჯელეთ ვებ-ტექნოლოგიებზე და პროგრამირების არსსზე. გავეცანით პროგრამირების ენის ზოგად სინტაქსს.
შევძელით ფიგურების დახატვას Khan-ის აკადემიის პროგრამირების გარემოში.
ავუხსენით მოსწავლეებს ეკრაზე ხატვის პრინციპები. ყურადღება გავამახვილეთ კოორდინატთა სისტემასა და გამოსახულების ფენებზე (Layer). ავუხსენით, რომ ეკრანზე მარტივი გამოსახულებები მიიღება წერტილების ვექტორების შეერთებით და ყველა ასეთ ფიგურას, სხვადასხვა პროგრამირების გარემოში შესაძლოა სხვადასხვა ათვლის წერტილი ჰქონედეს.
მოსწავლეებმა ააწყეს ,,თოვლის ბაბუის " საკუთარი ვერსია
სასიხარულოა რომ მოსწავლეები დიდი მონდომებით და ინტერესით შეუდგნენ მუშობას.

No comments:

Post a Comment

ჩვენ და ხანის აკადემია